საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ქართული და უცხოური კომპანიები, მუდმივად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას.
„თბილისი კონსალტინგ გრუპი“ არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ინვესტორების ნდობაზე დაფუძნებულ და საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების თანასწორობაზე დამყარებულ სამეწარმეოსამართლებრივ ურთიერთობებს.
„თბილისი კონსალტინგ გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორია დავით მაისურაძე, რომელიც არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2008 წლიდან. ამავდროულად, დავით მაისურაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორია. დავით მაისურაძეს 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws), ხოლო 2015 წელს მანდ მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი. დავით მაისურაძე არის პრაქტიკოსი იურისტი და ამავდროულად აქვს მენეჯერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. დავითი 2010-2013 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. 2014-2016 წლებში იყო „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ღია მიმართულების მმართველობის ხელმძღვანელი. დავით მაისურაძეს აქვს ლექციების წაკითხვის ათწლიანი გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში და კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: საკორპორაციო სამართალი, საწარმოთა რეორგანიზაციები, კორპორაციული მართვა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალი.
მისამართი
არსენას 28, საქართველო, თბილისი, 0108
ტელეფონი
+ 995 577 11 45 22
ელ.ფოსტა
tbilisiconsulting@gmail.com
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი / 10:00 - 19:00