რეგისტრაცია
ავტორიზაცია
დაგავიწყდათ?
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა

ENTER YOUR EMAIL ADDRESS AND WE’LL SEND YOU A NEW PASSWORD

სიახლეები

2019.01.09 / ბაზრის ანალიზი და რეგულირების ზეგავლენის შეფასება

„თბილისი კონსალტინგ გრუპი“ ქართველ და უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე ბაზრის ანალიზსა და შეფასებას, როგორც სამართლებრივი, ასევე, ეკონომიკური პერსპექტივიდან. ბაზრის ანალიზის განხორციელებისათვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, სამიზნე ჯგუფებთან ინტერვიუები, ჯგუფური შეხვედრები, შედარებითსამართლებრივი ანალიზი, სარგებლიანობის და დანახარჯის ანალიზი.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის შედარებით ახალი საკონსულტაციო და კვლევითი მიმართულება საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტების ერთამენთთან შედარებას და ინვესტორისთვის შესაძლო უკეთესი ვარიანტის თაობაზე კონსულტაციის გაწევას.

„თბილისი კონსალტინგ გრუპი“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ბაზრის ანალიზის კომბინირებულ ვერსიას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტექნიკის გამოყენებით, რაც საფუძველი იქნება ინვესტორებისთვის სამომავლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.