რეგისტრაცია
ავტორიზაცია
დაგავიწყდათ?
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა

ENTER YOUR EMAIL ADDRESS AND WE’LL SEND YOU A NEW PASSWORD

სიახლეები

2019.02.06 / ციტირება პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში

2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება დერივაციულ სარჩელთან დაკავშირებით (საქმე N ას-687-658-2016). დასახელებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ციტირება მოახდინა „თბილისი კონსალტინგ გრუპის“ დირექტორის, დავით მაისურაძის, სტატიიდან - „სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში“ (საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ. ი. ბურდული, თბ., 2011, 113-117). კერძოდ, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია.“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში ხდება „თბილისი კონსალტინგ გრუპის“ დირექტორის სამეცნიერო ნაშრომების ციტირება.