სამეწარმეო ურთიერთობებში დღემდე გამოწვევად რჩება საწარმოს მიერ დირექტორთან ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულების ფარგლების და სამართლებრივი რეგულირების საკითხი. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სასამსახურო ხელშეკრულება ექცევა როგორც სამეწარმეო სამართლის, ასევე, შრომის სამართლის რეგულირების ქვეშ. ამავდროულად, სასამართლო პრაქტიკაც განმარტავს სასამსახურო ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას და მოქმედების ფარგლებს. „თბილისი კონსალტინგ გრუპი“ დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს არსებულ რეგულაციებისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით დირექტორთან დასადები ხელშეკრულების შედგენას.