რეგისტრაცია
ავტორიზაცია
დაგავიწყდათ?
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა

ENTER YOUR EMAIL ADDRESS AND WE’LL SEND YOU A NEW PASSWORD

სერვისები

საწარმოს კორპორაციული მართვის ინდექსი

„თბილისი კონსალტინგ გრუპი“ გთავაზობთ თქვენი კორპორაციის კორპორაციული მართვის ინდექსის შემუშავებას. კორპორაციული მართვის ინდექსის შემუშავება ხდება ისეთი ინდიკატორების საფუძველზე, როგორებიცაა: აქციონერთა უფლებები; უმცირესობაში მყოფი აქციონერის უფლებები; დაინტერესებული პირების (ე.წ. „სტეიქჰოლდერების“) ჩართულობა კორპორაციის მართვაში; დირექტორატის და სამეთვალყურეო საბჭოს როლი, უფლებები და ფორმირების წესი; ინტერესთა კონფლიქტი და გამჭვირვალობა; შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები. კორპორაციული მართვის ინდექსის შემუშავება შესაძლებლობას მოგცემთ შეამოწმოთ თქვენი კორპორაციის მართვის ეფექტიანობა, შეაფასოთ სადამფუძნებლო დოკუმენტების და წესდების არსებულ რეგულაციებთან სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი და დაადგინოთ, მართვის რომელი მოდელით ხელმძღვანელობს თქვენი კორპორაცია ან/და რომელი მოდელი იქნება უკეთესი თქვენი კორპორაციისთვის. ამავდროულად, ეს იქნება თქვენთვის კორპორაციაზე ინფორმაციის პერიოდული განახლების და წესდებაში ცვლილებების შეტანისა და მისი თანმდევი შედეგების მონიტორინგის საშუალება.