„თბილისი კონსალტინგ გრუპი“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რეორგანიზაციისა და ბიზნეს ტრანზაქციების პროცესში არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას (ე.წ. Due Diligence). იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რეორგანიზაციის შემდგომ ახალი გარემოებების აღმოჩენა, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანი იქნებოდა რეორგანიზაციის მიმდინარეობისას. ხელშემკვრელი მხარის სრულყოფილი სამართლებრივი შემოწმება ქმნის სწორ მოლოდინს მის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებლობას იძლევა დასადებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს სათანადო პირობები და გარანტიები. ამავდროულად, ეს ხელს უწყობს ხელშეკრულების საგნის გამჭვირვალობისა და რეალური ღირებულების დადგენას. სათანადო წინდახედულების მიზნებიდან გამომდინარე, „თბილისი კონსალტინგ გრუპი“ შეისწავლის კომპანიების წესდებებს, სარეგისტრაციო მონაცემებს, კრების ოქმებს და სხვა სამართლებრივი ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას.