„თბილისი კონსალტინგ გრუპის“ წარმომადგენლებს დიდი გამოცდილება აქვთ კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების დაფუძნებასა და ინვესტორის ინტერესებზე მორგებული წესდების შექმნაში. „თბილისი კონსალტინგ გრუპი“ სამართლებრივ მხარდაჭერას გაგიწევთ არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული, არამედ, ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი წესდების შექმნაში. საწარმოს დაფუძნება და წესდების შექმნა არის ერთ-ერთი პირველადი სამართლებრივი მომსახურების სერვისი, რასაც „თბილისი კონსალტინგ გრუპი“ თანაბრად სთავაზობს ყველა კომპანიას, მათ შორის, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, მცირე, საშუალო და დიდი მეწარმეებს.